ქსოვის ტერმინების ლექსიკონი: ქართული, რუსული, ინგლისური

სქემების უმეტესობა რუსულად ან ინგლისურადაა დაწერილი. აქ თითოეულ ტერმინს ქართულ სახელს, მის რუსულ და ინგლისურ (US/UK) შესატყვისს და მოკლე განმარტებას ვუწერთ.

განახლდა:

აბრევიატურა გაქვს და ტერმინი არ იცი? სცადე აბრევიატურების მთარგმნელი: ჩაწერე „СБН“ ან „k2tog“ და მაშინვე ნახავ ქართულ შესატყვისს.

ყაისნაღით ქსოვის ტერმინები

ჰაეროვანი მარყუჟი (ჰაეროვანი თვალი)

ყველაზე პირველი და მარტივი მარყუჟი. ძაფს ყაისნაღით იჭერ და წინა მარყუჟში გამოატარებ. მათი ჯაჭვით იწყება ნაქსოვის უმეტესობა. დეტალურად

RU: воздушная петля (ВП) · US: chain (ch)

შემაერთებელი სვეტი (შემაერთებელი მარყუჟი)

ყველაზე დაბალი სვეტი. ყაისნაღს მარყუჟში შეიყვან, ძაფს გამოატარებ პირდაპირ ყაისნაღზე მყოფ მარყუჟშიც. წრის შესაკრავად და კიდის გასამაგრებლად გამოიყენება.

RU: соединительный столбик (СС) · US: slip stitch (sl st)

სვეტი მოსხმის გარეშე

მკვრივი, დაბალი სვეტი. ამიგურუმის, ჩანთებისა და მკვრივი ქსოვილის საფუძველია. ყურადღება: ინგლისურ (UK) სქემებში მას double crochet ჰქვია. დეტალურად

RU: столбик без накида (СБН) · US: single crochet (sc) · UK: double crochet (dc)

ნახევარსვეტი მოსხმით

სიმაღლით სვეტს მოსხმის გარეშე და სვეტს მოსხმით შორისაა. ერთი მოსხმა, შემდეგ სამივე მარყუჟი ერთად იკვრება. დეტალურად

RU: полустолбик с накидом (ПССН) · US: half double crochet (hdc) · UK: half treble crochet (htr)

სვეტი ერთი მოსხმით

მაღალი, თავისუფალი სვეტი, რომლითაც პლედები, შარფები და ყვავილები სწრაფად იქსოვება. ორ-ორ მარყუჟად იკვრება. დეტალურად

RU: столбик с накидом (ССН) · US: double crochet (dc) · UK: treble crochet (tr)

სვეტი ორი მოსხმით

კიდევ უფრო მაღალი სვეტი: ყაისნაღზე ორ მოსხმას აკეთებ და მარყუჟებს წყვილ-წყვილად კრავ.

RU: столбик с двумя накидами (С2Н) · US: treble crochet (tr) · UK: double treble (dtr)

ჯადოსნური რგოლი (ამიგურუმის რგოლი)

რეგულირებადი რგოლი, რომლითაც წრიული ქსოვა იწყება ცენტრში ნახვრეტის გარეშე. სათამაშოების (ამიგურუმის) და ქუდების საწყისია.

RU: кольцо амигуруми (КА) · US: magic ring (MR) · UK: magic loop (MR)

ორი სვეტი ერთად

დაკლების ყველაზე გავრცელებული ხერხი: ორ მომდევნო მარყუჟში ამოიყვან ძაფს და ერთად შეკრავ.

RU: 2 столбика без накида вместе (2СБН вм.) · US: single crochet two together (sc2tog) · UK: double crochet two together (dc2tog)

უკანა ნახევარმარყუჟი

სვეტი მხოლოდ მარყუჟის უკანა ძაფში იქსოვება. ზედაპირზე რელიეფური ზოლი რჩება, ნაქსოვი უფრო ელასტიურია.

RU: за заднюю стенку петли (з.ст.) · US: back loop only (BLO)

წინა ნახევარმარყუჟი

სვეტი მხოლოდ მარყუჟის წინა ძაფში იქსოვება. გამოიყენება ფენების და დეკორატიული კიდეების შესაქმნელად.

RU: за переднюю стенку петли (п.ст.) · US: front loop only (FLO)

პიკო

პატარა დეკორატიული ყუნწი ჰაეროვანი მარყუჟებისგან. ხელსახოცებისა და კიდეების მოსართავია.

RU: пико (пико) · US: picot (picot)

ნიჟარა (მარაო)

ერთ მარყუჟში ჩაქსოვილი რამდენიმე სვეტი, რომელიც მარაოს ან ნიჟარის ფორმას იღებს.

RU: ракушка · US: shell stitch

ფაფუკი სვეტი

ერთსა და იმავე მარყუჟში რამდენჯერმე ამოყვანილი და ერთად შეკრული ძაფი. რბილ, ამობურცულ ნახატს ქმნის.

RU: пышный столбик (ПЫШ) · US: puff stitch

პოპკორნი

ერთ მარყუჟში ჩაქსოვილი რამდენიმე სვეტი, რომლებიც ზემოდან ერთად იკვრება და ამობურცულ „მარცვალს“ ქმნის.

RU: попкорн · US: popcorn stitch (pc)

ამიგურუმი (ნაქსოვი სათამაშო)

იაპონური ტექნიკა: პატარა სათამაშოები, რომლებიც წრიულად, სვეტებით მოსხმის გარეშე იქსოვება და ბამბით ივსება.

RU: амигуруми · US: amigurumi

ჩხირებით ქსოვის ტერმინები

პირი თვალი (პირი)

ჩხირებით ქსოვის ძირითადი თვალი. ნაქსოვის წინა მხარეს გლუვ „V“ ფორმას ქმნის. დეტალურად

RU: лицевая петля (лиц.) · US: knit (k)

უკუღმა თვალი (უკუღმა)

პირი თვალის საპირისპირო. ძაფი ჩხირის წინაა და ზედაპირზე პატარა ჰორიზონტალური „ბურცი“ რჩება. დეტალურად

RU: изнаночная петля (изн.) · US: purl (p)

თვალების აკრეფა

ქსოვის დაწყება: პირველი რიგის თვალების ჩხირზე აწყობა. დეტალურად

RU: набор петель · US: cast on (CO)

თვალების დახურვა (ქსოვის დამთავრება)

ქსოვის დასრულება ისე, რომ თვალები არ დაიშალოს. დეტალურად

RU: закрытие петель · US: bind off (BO) · UK: cast off (CO)

ორი თვალი ერთად პირით

ორი თვალი ერთად იქსოვება პირით. მარჯვნისკენ დახრილი დაკლებაა.

RU: 2 петли вместе лицевой (2 вм. лиц.) · US: knit two together (k2tog)

მოხსნა, მოხსნა, ერთად პირით

მარცხნისკენ დახრილი დაკლება: ორ თვალს სათითაოდ მოხსნი და ერთად ქსოვ უკანა კედლიდან.

RU: 2 петли вместе с наклоном влево · US: slip, slip, knit (ssk)

თვალის მოხსნა

თვალის გადატანა მარცხენა ჩხირიდან მარჯვენაზე ჩაქსოვის გარეშე.

RU: снять петлю (сн.) · US: slip (sl)

კიდის თვალი

რიგის პირველი და ბოლო თვალი, რომელიც ნაქსოვს სუფთა კიდეს აძლევს.

RU: кромочная петля (кр.) · US: edge stitch · UK: selvedge stitch

რეზინი

პირი და უკუღმა თვალების მონაცვლეობა (1×1 ან 2×2). ელასტიური ქსოვაა მანჟეტებისთვის, ყელისთვის და ქუდის კიდისთვის.

RU: резинка · US: ribbing (k1, p1 / k2, p2)

პირით ქსოვა (ორივე მხარე)

ყველა რიგი პირით იქსოვება. ორივე მხარე ერთნაირი, რელიეფური გამოდის და კიდეები არ იხვევა. საუკეთესოა პირველი შარფისთვის.

RU: платочная вязка · US: garter stitch

გლუვი ქსოვა

ერთი რიგი პირით, მეორე უკუღმა. წინა მხარე გლუვია „V“ თვალებით, კიდეები ბუნებრივად იხვევა.

RU: чулочная (лицевая гладь) · US: stockinette stitch (st st) · UK: stocking stitch (st st)

წრიული ჩხირები

ორი მოკლე ჩხირი, რომლებიც მოქნილი ტროსითაა შეერთებული. წრიულად ქსოვისთვის (ქუდი, სვიტერი) და დიდი ნაქსოვისთვის.

RU: круговые спицы · US: circular needles

ზოგადი ტერმინები

მოსხმა (ძაფის მოსხმა)

ძაფის შემოხვევა ყაისნაღზე ან ჩხირზე. ყაისნაღით ქსოვაში სვეტის სიმაღლეს განსაზღვრავს, ჩხირებით ქსოვაში ნახვრეტიან (აჟურულ) ნახატს ქმნის.

RU: накид (Н) · US: yarn over (yo) · UK: yarn round hook (yrh)

მომატება

ერთ მარყუჟში ორი (ან მეტი) სვეტის ჩაქსოვა, რომ ნაქსოვი გაფართოვდეს.

RU: прибавка (ПР) · US: increase (inc)

დაკლება

ორი მარყუჟის ერთ სვეტად შეკვრა, რომ ნაქსოვი შევიწროვდეს. ყაისნაღით ხშირად sc2tog-ად იწერება.

RU: убавка (УБ) · US: decrease (dec)

რიგი

ნაქსოვის ერთი ხაზი კიდიდან კიდემდე. ბრტყელ ქსოვაში ყოველი რიგის შემდეგ ნაქსოვს აბრუნებ.

RU: ряд (р.) · US: row (row)

წრე (წრიული რიგი)

წრიულად ნაქსოვი რიგი, რომელიც საწყისს უერთდება ან სპირალურად გრძელდება (ამიგურუმი, ქუდები).

RU: круг (кр.) · US: round (rnd)

გამოტოვება

წინა რიგის მარყუჟში ჩაქსოვის გარეშე მის გადაცილება.

RU: пропустить петлю (проп.) · US: skip (sk) · UK: miss (miss)

გამეორება

სქემაში ვარსკვლავებს (*) ან ფრჩხილებს შორის მოცემული ნაწილის განმეორება მითითებულჯერ.

RU: повторить (повт.) · US: repeat (rep)

მარყუჟი (თვალი)

ქსოვის უმცირესი ერთეული. ჩხირებით ქსოვაში მას ჩვეულებრივ „თვალს“ ეძახიან.

RU: петля (п.) · US: stitch (st)

ქსოვის სიმჭიდროვე (სინჯი)

რამდენი მარყუჟი და რიგი ეტევა 10×10 სმ-ში. ტანსაცმლის ქსოვამდე პატარა სინჯს ქსოვ, რომ ზომა სქემას დაემთხვეს.

RU: плотность вязания · US: gauge · UK: tension

მარკერი

პატარა სამაგრი, რომლითაც რიგის ან წრის დასაწყისს ნიშნავ. ამიგურუმიში აუცილებელია.

RU: маркер · US: stitch marker (pm)

სქემა

ნაქსოვის ინსტრუქცია სიმბოლოებით (გრაფიკული სქემა) ან ტექსტით (აბრევიატურებით).

RU: схема · US: pattern / chart

პირი მხარე

ნაქსოვის წინა, გარეთა მხარე.

RU: лицевая сторона · US: right side (RS)

უკუღმა მხარე

ნაქსოვის შიგნითა მხარე.

RU: изнаночная сторона · US: wrong side (WS)

ძაფის სისქე

ძაფის სისქე, რომელიც ხშირად მეტრაჟით გამოიხატება (მაგ. 100 გ / 200 მ). განსაზღვრავს, რა ზომის ყაისნაღი ან ჩხირი გჭირდება. დეტალურად

RU: толщина пряжи (метраж) · US: yarn weight

ქართული ტერმინოლოგია ოსტატებს შორის ზოგჯერ განსხვავდება. თუ შენ სხვა სიტყვას იყენებ, მოგვწერე და დავამატებთ. იხილე ჩვენ შესახებ.