ყაისნაღით ქსოვის უფასო კურსი დამწყებთათვის

მოკლე, თანმიმდევრული გაკვეთილები. თითოეული ერთ ახალ უნარს გასწავლის და ბოლოს პატარა სავარჯიშოს გაძლევს. დაიწყე პირველიდან და ნუ ჩქარობ.

განახლდა:

ვისთვისაა ეს კურსი

კურსი მათთვისაა, ვისაც ყაისნაღი არასდროს სჭერია ხელში, ან დაიწყო და ვიდეოებში დაიბნა. ყოველი გაკვეთილი ტექსტით, ნაბიჯ-ნაბიჯ ხსნის ერთ უნარს, ხოლო ტერმინებს რუსულ და ინგლისურ აღნიშვნებსაც ვუწერთ, რომ შემდეგ ნებისმიერი სქემა წაიკითხო.

რა დაგჭირდება

ყაისნაღი 4–5 მმ, ერთი გორგალი საშუალო სისქის, ღია ფერის ძაფი, მაკრატელი და ბლაგვი ნემსი.

გაკვეთილები

  1. გაკვეთილი 1: ყაისნაღის დაჭერა და ჰაეროვანი ჯაჭვი
    როგორ დაიჭირო ყაისნაღი და ძაფი, საწყისი მარყუჟი და პირველი ჯაჭვი.
  2. გაკვეთილი 2: სვეტები: მოსხმის გარეშე, ნახევარსვეტი და მოსხმით
    სამი ძირითადი სვეტი და პირველი ბრტყელი ქსოვილი.
ახალი გაკვეთილები რეგულარულად ემატება: მომატება და დაკლება, წრიული ქსოვა, ფერის შეცვლა და ძაფის ბოლოების დამალვა.

დაწყებამდე გადახედე, რა გჭირდება დამწყებს, და შეინახე ტერმინების ლექსიკონი.