საქსოვი ძაფები: როგორ ავირჩიოთ სწორი ძაფი

სწორი ძაფი ნახევარი წარმატებაა. ამ გზამკვლევში გაიგებ, რით განსხვავდება ბოჭკოები, როგორ წაიკითხო ეტიკეტი და რომელი ძაფი რომელი პროექტისთვისაა.

განახლდა:

ძაფის სახეობები ბოჭკოს მიხედვით

ბოჭკოთვისებებირისთვის ჯობია
აკრილიიაფი, მსუბუქი, ირეცხება, ფერების დიდი არჩევანი. ნაკლებად სუნთქავს.სწავლა, პლედები, სათამაშოები, ბავშვის ნივთები
ბამბაგლუვი, მკვრივი, სუნთქავს, არ ჭიმება. ხელს ცოტა „მკაცრად“ ეჩვენება.ამიგურუმი, ჩანთები, ზაფხულის ტანსაცმელი, სამზარეულოს ნივთები
მატყლი / მერინოსითბილი, ელასტიური, ფორმას ინარჩუნებს. მერინოსი რბილია და არ იჩხვლიტება.სვიტერები, ქუდები, წინდები, შარფები
მოჰერიფუმფულა, მსუბუქი, ძალიან თბილი. რთულია დასაშლელად.ჰაეროვანი სვიტერები, შარფები (დამწყებისთვის არა)
ალპაკარბილი და ძალიან თბილი, ოდნავ მძიმე.ზამთრის აქსესუარები
ნარევებიმაგ. ბამბა-აკრილი ან მატყლი-აკრილი: ორივე ბოჭკოს უპირატესობა, ხელმისაწვდომ ფასად.უნივერსალური, დამწყებთათვის იდეალური

ძაფის სისქე და მეტრაჟი

ძაფის სისქე ყველაზე მარტივად მეტრაჟით განისაზღვრება: რამდენი მეტრია 100 გრამში. რაც მეტი მეტრია, მით წვრილია ძაფი.

სისქეინგლისური სახელიმეტრაჟი 100 გ-ზეყაისნაღი / ჩხირი
ძალიან წვრილიLace / Fingering400 მ და მეტი1.5–3.25 მმ
წვრილიSport300–400 მ3.5–4 მმ
საშუალოDK220–300 მ4–5 მმ
საშუალოზე სქელიWorsted / Aran150–220 მ5–6.5 მმ
სქელიBulky / Chunky80–150 მ6.5–9 მმ
ძალიან სქელიSuper Bulky80 მ-მდე9 მმ და მეტი

ზუსტი ზომის შესარჩევად იხილე ყაისნაღის ზომების ცხრილი.

როგორ წავიკითხოთ ეტიკეტი

  • შემადგენლობა (მაგ. 50% wool, 50% acrylic).
  • წონა და მეტრაჟი (მაგ. 100 g / 210 m).
  • რეკომენდებული ინსტრუმენტი: ჩხირისა და ყაისნაღის ზომა მილიმეტრებში.
  • ფერის ნომერი და პარტია (lot / партия): ერთი პროექტისთვის ყველა გორგალი ერთი პარტიიდან იყიდე, თორემ ფერი შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს.
  • რეცხვის სიმბოლოები.

რამდენი ძაფი დამჭირდება?

ნაქსოვისაშუალო სისქის ძაფი (დაახლ.)
პატარა ამიგურუმი (15 სმ)50–100 გ
ქუდი100–150 გ
შარფი150–250 გ
ჩანთა200–300 გ
ქალის სვიტერი500–800 გ
პლედი (100×130 სმ)800–1200 გ

ციფრები სავარაუდოა და ნახატზე და ქსოვის სიმჭიდროვეზეა დამოკიდებული. ყოველთვის იყიდე ერთი გორგლით მეტი.

სად იყიდო, იხილე ძაფების მაღაზიები თბილისში.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი ძაფია საუკეთესო დამწყებისთვის?

საშუალო სისქის (DK ან worsted, დაახლ. 100 გ / 160–250 მ), გლუვი, ღია ფერის აკრილი ან ბამბა-აკრილი. ის იაფია, არ იშლება და მარყუჟები კარგად ჩანს.

რა ძაფი ჯობია ამიგურუმისთვის?

ბამბა ან ბამბა-აკრილი, გლუვი და არაფუმფულა, ხოლო ყაისნაღი რამდენიმე ზომით ნაკლები, ვიდრე ეტიკეტზე წერია, რომ ქსოვილი მჭიდრო გამოვიდეს და ბამბა არ გამოჩნდეს.

როგორ გავიგო ძაფის სისქე ეტიკეტიდან?

შეხედე მეტრაჟს 100 გრამზე: რაც მეტი მეტრია, მით წვრილია ძაფი. ეტიკეტზე ასევე წერია რეკომენდებული ყაისნაღის ან ჩხირის ზომა მილიმეტრებში.